Mobile Photography Mentor GEO
TLDR
Lead hands-on, project-based mobile photography training for beginners and midlevel students, building a cohesive visual identity via smartphone-first workflows.
ADI-ის შესახებ
ADI 2018 წელს დაარსდა თბილისში, როგორც ინიციატივა, რომელიც გამიზნული იყო აქტუალური პრობლემის, ადგილობრივ ბაზარზე ციფრულ ინდუსტრიაში პროფესიონალების ნაკლებობის გადაჭრაზე.
დღეს ADI ქვეყანაში ყველაზე აღიარებული ციფრული სასწავლო პლატფორმაა, რომელიც ცნობილია პრაქტიკული მიდგომებით, ექსპერტი მენტორებით და კარიერის განვითარებაზე მიმართული პროგრამებით. ჩვენ ათასობით სტუდენტს დავეხმარეთ კარიერის წამოწყებაში ისეთ სფეროებში, როგორიცაა მარკეტინგში, დიზაინში, პროგრამირებაში და სხვა სფეროებში.
2023 წელს ჩვენი პარტნიორი გახდა Tether. ეს ინიციატივა ჩვენი მისიის გლობალურ ბაზარზე გატანას უზრუნველყოფს, რომლის ფარგლებშიც უკვე ნებისმიერ ადამიანს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეუძლია მიიღოს პრაქტიკული, კარიერის განვითარებაზე მიმართული განათლება.
როლის მოკლე აღწერა
ვეძებთ კრეატიულ, გამოცდილ მობილური ფოტოგრაფიის მენტორს რომელიც უხელმძღვანელებს პრაქტიკულ, პროექტებზე დაფუძნებულ სასწავლო პროგრამას დამწყები და საშუალო დონის სტუდენტებისთვის. საუკეთესო კანდიდატი იქნებოდა პროფესიონალი ფოტოგრაფი, რომელიც იღებს მობილურითაც. ასევე კონტენტ-კრეატორი ან ვიზუალური თხრობის სპეციალისტი, რომელსაც სურს გაუზიაროს სტუდენტებს თავისი გამოცდილება და შთააგონოს ისინი მაღალი ხარისხის ვიზუალური კონტენტის შესაქმნელად მხოლოდ სმარტფონის გამოყენებით.
მენტორი სტუდენტებს ასწავლის მობილური ფოტოგრაფიის საფუძვლებს, როგორებიცაა განათება, კომპოზიცია, დამუშავება და ვიზუალური თხრობა. დაეხმარება მათ, ჩამოაყალიბონ პერსონალური ბრენდისა და სოციალური მედია პლატფორმებისთვის შესაბამისი ერთგვაროვანი ვიზუალური სტილი.
ძირითადი მოვალეობები:
გაუზიაროთ სტუდენტებს ცოდნა, უხელმძღვანელოთ და დაუჭიროთ მხარი მათ განვითარებას.
წაუძღვეთ ონლაინ და ადგილზე ჩატარებულ ვორქშოფებს, დეტალური სილაბუსის მიხედვით, რომელიც ხელს უწყობს აქტიურ ჩართულობას, პრაქტიკულ დავალებებსა და პროექტზე დაფუძნებულ სწავლებას.
ასწავლოთ სმარტფონით ფოტოგრაფიაზე მორგებული (iOS და Android). ფოტოგრაფიის საფუძვლები - კომპოზიცია, განათება, პერსპექტივა, ექსპოზიცია და თხრობა.
აჩვენოთ პროფესიული მობილური ფოტო-დამუშავების ტექნიკები, ინდუსტრიის წამყვანი აპლიკაციების, მაგალითად Adobe Lightroom Mobile-ისა და სხვა შესაბამისი ხელსაწყოების გამოყენებით.
დაეხმაროთ სტუდენტებს საკუთარი ვიზუალური იდენტობის ჩამოყალიბებაში, ასწავლოთ ფერთა თეორია, ესთეტიკა და კონტენტის დაგეგმვა ისეთი პლატფორმებისთვის, როგორიცაა, მაგალითად, ინსტაგრამი.
შეამოწმოთ დავალებები, მიაწოდოთ კონსტრუქციული უკუკავშირი და გაუწიოთ მენტორობა სტუდენტებს სასწავლო პროცესის მანძილზე.
შეაფასოთ და უხელმძღვანელოთ სტუდენტებს დასკვნითი ფოტო-პროექტის შესრულებისას.
შექმნათ მოტივირებული, პოზიტიური და ინკლუზიური სასწავლო გარემო ყველა სტუდენტისთვის.
იყოთ ინფორმირებული უახლეს ტენდენციებზე მობილურ ფოტოგრაფიაში, დამუშავების ტექნიკებსა და სოციალური მედია კონტენტის სტანდარტებში და ახდენდეთ მათ ინტეგრაციას სასწავლო პროგრამაში.
მოარგოთ სილაბუსი ADI-ის საგანმანათლებლო ხედვას - 10-12 ვორქშოფი, თითოეული 2 საათის ხანგრძლივობით, ისეთი თემებით, როგორებიცაა:
მობილური ფოტოგრაფიის საფუძვლები
კომპოზიციისა და განათების ტექნიკები
სმარტფონის კამერის შესაძლებლობები (iOS და Android)
Adobe Lightroom Mobile
ფერთა თეორია და ვიზუალური ესთეტიკა
ერთგვაროვანი სოციალური მედია ფიდის შექმნა
პრაქტიკული გადაღების სესიები
დასკვნითი ფოტო-პროექტი
Requirements
ძირითად მოთხოვნები:
3+ წლიანი პროფესიული გამოცდილება მობილურ ფოტოგრაფიაში, კონტენტის შექმნაში, ვიზუალურ თხრობაში ან მსგავს კრეატიულ სფეროში.
ძლიერი პორტფოლიო, რომელიც ადასტურებს პროფესიულ მობილურ ფოტოგრაფიასა და ვიზუალური კონტენტის შექმნის უნარს.
სმარტფონის კამერის შესაძლებლობებისა (iOS და Android) და მობილური დამუშავების აპლიკაციების, განსაკუთრებით Adobe Lightroom Mobile-ის, სიღრმისეული ცოდნა.
ფოტოგრაფიის პრინციპების, კომპოზიციის, განათების, ფერისა და ვიზუალური თხრობის საფუძვლიანი გაგება.
სწავლების მიმართ გატაცება და სტუდენტების შთაგონებისა და მოტივაციის უნარი.
ვორქშოფების, მასტერკლასების ან ტრენინგების ჩატარების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
კარგი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები.
ძლიერი ორგანიზაციული და დროის მართვის უნარები.
მრავალფეროვან ჯგუფთან ეფექტურად მუშაობის უნარი.
ქართული ენის თავისუფალი ცოდნა (C2).
სავალდებულოა პორტფოლიოს დართვა.
ჩვენ გთავაზობთ
მეგობრულ სამუშაო გარემოს;
დამოუკიდებლად მუშაობის შესაძლებლობას;
20 % ფასდაკლებას ტერმინალის ქოვორქინგ სივრცეში;
ჩვენს პლატფორმაზე განთავსებულ კურსებზე ულიმიტო წვდომას;
სწავლებისა და განვითარების პროგრამას;
რეფერალ პროგრამას;
კომპანიის მიერ დაგეგმილ როგორც მასშტაბურ, ასევე ლოკალურ ივენთებს.
Benefits
20% discount at Terminal coworking space
20 % ფასდაკლება ტერმინალის ქოვორქინგ სივრცეში
Training and development program
სწავლებისა და განვითარების პროგრამა
Company-organized events
კომპანიის მიერ დაგეგმილ როგორც მასშტაბურ, ასევე ლოკალურ ივენთებს
Remote-Friendly
独立ად მუშაობის შესაძლებლობა
Academy of Digital Industries is a cutting-edge digital education platform that addresses the global shortage of skilled professionals in the digital space. With over 30,000 alumni, we deliver practical, career-focused programs in marketing, design, and programming, designed by industry experts to meet real-world demands. Our recent partnership with Tether allows us to broaden access, empowering learners worldwide to build impactful careers.