Sales Development Representative GEO
TLDR
Build multichannel outreach to ambitious prospects and shape early conversations, fueling a scalable sales pipeline for a digital education platform.
ADI 2018 წელს დაარსდა თბილისში, როგორც ინიციატივა, რომელიც გამიზნული იყო აქტუალური პრობლემის, ადგილობრივ ბაზარზე ციფრულ ინდუსტრიაში პროფესიონალების ნაკლებობის გადაჭრაზე.
დღეს ADI ქვეყანაში ყველაზე აღიარებული ციფრული სასწავლო პლატფორმაა, რომელიც ცნობილია პრაქტიკული მიდგომებით, ექსპერტი მენტორებით და კარიერის განვითარებაზე მიმართული პროგრამებით. ჩვენ ათასობით სტუდენტს დავეხმარეთ კარიერის წამოწყებაში ისეთ სფეროებში, როგორიცაა მარკეტინგში, დიზაინში, პროგრამირებაში და სხვა სფეროებში.
2023 წელს ჩვენი პარტნიორი გახდა Tether. ეს ინიციატივა ჩვენი მისიის გლობალურ ბაზარზე გატანას უზრუნველყოფს, რომლის ფარგლებშიც უკვე ნებისმიერ ადამიანს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეუძლია მიიღოს პრაქტიკული, კარიერის განვითარებაზე მიმართული განათლება.
პოზიციის შესახებ
დღეს ჩვენ ციფრული პროფესიონალების მომავალ თაობას ვზრდით: მარკეტერებს, დიზაინერებს, პროგრამისტებს და კრეატორებს, რომლებიც არა მხოლოდ დასაქმებაზე არიან ორიენტირებულნი, არამედ სურთ იყვნენ საუკეთესოები საკუთარ საქმეში.
ADI-ში გაყიდვები არ არის მხოლოდ სკრიპტების კითხვა — ეს არის ნამდვილი საუბრები, ღირებულების გადმოცემა და ადამიანური კავშირი.
ვეძებთ Sales Development Representative-ს (SDR), რომელიც დაეხმარება მეტ ადამიანებს აღმოაჩინონ, რას შეიძლება გაუხსნას ADI მათ ცხოვრებაში.
თქვენ იქნებით პირველი კონტაქტი იმ ადამიანებისთვის, ვინც არის ამბიციური, ცნობისმოყვარე ან უბრალოდ ცვლილების მაძიებელი , თქვენი ამოცანაა დაეხმაროთ მათ დაინახონ შესაძლებლობები.
თუ მუშაობდით ქოლ-ცენტრში, გაყიდვების გუნდში ან სწრაფი ტემპის გარემოში და მოგწონთ კომუნიკაცია ადამიანებთან ,აქ თავს კომფორტულად იგრძნობთ.
ჩვენ ვქმნით გაყიდვების კულტურას, რომელიც არის ამბიციური, მაგრამ ადამიანური; დისციპლინირებული, მაგრამ მხარდამჭერი.
მთავარი ვალდებულებები
პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია სხვადასხვა არხით (ტელეფონი, მესიჯი, მეილი) დროული, მეგობრული და პროფესიონალური პასუხები ყველა შეტყობინებაზე;
ლიდების ეფექტური დამუშავება და CRM-ში ზუსტი მონაცემების რეგისტრაცია;
დაინტერესებული მომხმარებლებისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება აკადემიის კურსებისა და სერვისების შესახებ;
კლიენტის საჭიროებების გაანალიზება და შესაბამისი შეთავაზებების გაკეთება (აპსელინგი, ქროსსელინგი, სპეციალური პაკეტები);
გარიგებების დახურვა და გაყიდვების რაოდენობრივი მიზნების შესრულება;
აქტიური მონაწილეობა გუნდურ გაყიდვებში და საერთო მიზნების მიღწევაში;
არსებული სტუდენტების პორტფოლიოს მართვა — დამატებითი კურსების შეთავაზება და ინტერესის შენარჩუნება;
მარკეტინგისა და პროდუქტის გუნდთან თანამშრომლობა კურსების სიახლეების, ტენდენციებისა და სტრატეგიების გასაზიარებლად;
მაღალი კლიენტური კმაყოფილების უზრუნველყოფა და გაყიდვების პაიპლაინის ეფექტური მართვა;
გაყიდვების მენეჯერის დავალებების დროული შესრულება;
ახალი და არსებული კლიენტებისგან გადახდების დროული უზრუნველყოფა.
Requirements
კვალიფიკაცია
მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება გაყიდვებში ან მსგავსი ტიპის პოზიციაზე;
ძლიერი კომუნიკაციის უნარები ქართულ და ინგლისურ ენებზე;
CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
შედეგზე ორიენტირებული მიდგომა და გარიგებების დახურვის უნარი;
მრავალ ამოცანასთან ერთდროულად მუშაობის ორგანიზებულობა;
ობიექციების მართვისა და მოქნილად ადაპტაციის უნარი;
გუნდთან თანამშრომლობის სურვილი და პოზიტიური დამოკიდებულება.
რას გთავაზობთ
მეგობრული სამუშაო გარემო (მართლა ასეა!);
დამოუკიდებლად მუშაობის შესაძლებლობა მხარდაჭერილ გუნდში;
პირველ 3 თვეში ოფისიდან მუშაობა, შემდგომში — ჰიბრიდული ფორმატი;
ულიმიტო წვდომა ADI-ის ყველა კურსზე (და ფასდაკლება ოჯახის წევრებისთვის);
მიმზიდველი Referral პროგრამა.
Benefits
Flexible Work Hours
დამოუკიდებლად მუშაობის შესაძლებლობა მხარდაჭერილ გუნდში
Learning Budget
ულიმიტო წვდომა ADI-ის ყველა კურსზე (და ფასდაკლება ოჯახის წევრებისთვის)
Referral program
მიმზიდავი Referral პროგრამა
Remote-Friendly
პირველ 3 თვეში ოფისიდან მუშაობა, შემდგომში — ჰიბრიდული ფორმატი
Academy of Digital Industries is a cutting-edge digital education platform that addresses the global shortage of skilled professionals in the digital space. With over 30,000 alumni, we deliver practical, career-focused programs in marketing, design, and programming, designed by industry experts to meet real-world demands. Our recent partnership with Tether allows us to broaden access, empowering learners worldwide to build impactful careers.